spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე და 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე დაეშვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. 

 

ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები