სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები მიმდინარეობს.
ინსპექტორის სამსახური უკვე დატოვა გლდანის მე-18 პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხება მას არ ჰქონია და კითხვები ციხეში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.
ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ერთი თანამშრომელი.
გამოკითხვაზე სავარაუდოდ, მოსვლას აპირებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავაც.