სახელმწიფო კანცელარიასთან „მიშას სექტორის“ წევრები დააკავეს. დაკავებულია 8 ადამიანი, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
აქტივისტები მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მდგომარეობასთნ დაკაშირებით პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვებას ითხოვენ.
“პოლიციამ კამერების წინ აღაიარა, რომ აზრის გამო დაიწყო დაკავებები. მათ განაცხადეს, თქვენ შეიძლება დაარღვიოთ კანონიო. ეს არის შემდგარი რუსული დიქტატურა, სადაც ადამიანებს არ ეძლევათ აზრის გამოხატვის საშუალება”, – განაცხადა აქციია მონაწილემ გიორგი მუმლაძემ.
ლაშა ხუსკივაძის განცხადებით, კი გზა თავად პოლიციამ გადაკეტა და ეს აქტივისტებს დააბრალა.
“არარსებული მიზეზით აკავებენ ჩვენს აქტივისტებს, თვითონ გადაკეტეს გზა და დააკავეს ჩვენი აქტივისტები იმისათვის, რომ გზა გადაკეტეთო. მოვედით, ღარიბაშვილს შევახსენოთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით კლავს ამ ადამიანს”, – განაცხადა ხუსკივაძემ.