spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სახელმწიფო რწმუნებული და ონის მერი სპეციალისტებთან ერთად პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ვითარებას გაეცნენ

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა მოახდინეს მეწყრული მონაკვეთების ვიზუალური შესწავლა-დათვალიერება შემდგომი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნისა და რეკომენდაციის გაცემის მიზნით. მათ მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება.

 

შეგახსენებთ, რომ შექმნილმა ვითარებამ საჭირო გახადა ცხმორი-ღუნდას დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გაწმენდა-გაფაროთოების სამუშაოების ჩატარება, ამ დროისათვის მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ალტერნატიული გზით.

 

მიმდინარე წლის 6 აპრილს, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყრული პროცესების გააქტიურებამ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები