spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საკირესა და დგვარში შიდა საუბნო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საკირესა და დგვარში შიდა საუბნო გზის 1640 მ. მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე ადგილზე გაეცნო.

 

“სოფელ დგვარში და საკირეში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას. 

 

ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე საშუალება ექნებათ  იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 237 601 ლარი გამოიყო. 

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები