spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა. მოსმენა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

დღეს განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსმენის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

 

არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, პლენუმი გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ, ხოლო პარლამენტის 80 დეპუტატის ინტერესებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატები გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები