spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – აშშ-ის პასუხი არ იქნება დამოკიდებული რუსული ბირთვული იარაღის განადგურების მასშტაბებზე

ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, არ იქნება დამოკიდებული იმაზე, იქნება ეს ტაქტიკური იარაღი თუ უფრო ფართო მასშტაბის, – ამის შესახებ  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

სალივანის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა, უნდა “გაუგზავნონ ძალიან მკაფიო და ძლიერი სიგნალი რუსეთს, რომ მოსკოვმა არ უნდა განიხილოს ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში”.

 

მისივე თქმით, აშშ არ მოითმენს რუსეთის რაიმე სახის ბირთვულ დარტყმას უკრაინაზე.

 

სალიმანის თქმით, აშშ არ დათანხმდება ე.წ. salami slicing-ის ტაქტიკას (როდესაც ვინმე რაღაცას აკეთებს ნელა და ეტაპობრივად, რათა ადამიანებმა ვერ გააცნობიერონ რა ხდება).

 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, სახიფათოა იმის ფიქრი, რომ არსებობს რაიმე განსხვავება ბირთვული იარაღის გამოყენებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები