spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – აშშ-ს საკუთარი საბრძოლო მარაგი ეწურება

აშშ-ს საკუთარი საბრძოლო მარაგი ეწურება, რადგან ვაშინგტონი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, 155 საბრძოლო მასალის მარაგი, რომელიც ნატოს სტანდარტებია, “შედარებით დაბალი” იყო, როდესაც ბაიდენმა თანამდებობა დაიკავა.

 

“პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ თანამდებობის დაკავებისთანავე აღმოაჩინა, რომ 155 საბრძოლო მასალის ჯამური მარაგი, რომელიც ნატოს სტანდარტია და გამოიყენება საარტილერიო სროლისთვის, შედარებით დაბალი იყო“, – განაცხადა მან.

 

სალივანის თქმით, ადმინისტრაციამ ასევე შეიტყო, რომ მარაგების შევსებას მისაღებ დონემდე წლები და არა თვეები დასჭირდება – არ არის ადვილი  ამოცანა ქვეყნისთვის, რომელიც უკრაინას ეხმარება.

 

“პრეზიდენტმა ბაიდენმა უბრძანა პენტაგონს, სწრაფად იმუშაოს აშშ-ის შესაძლებლობების გასაფართოებლად, რათა აწარმოოს ყველა საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს ნებისმიერ კონფლიქტში, ნებისმიერ დროს. თვიდან თვემდე ჩვენ ვავითარებთ საბრძოლო მასალის მიწოდების შესაძლებლობებს”, – განაცხადა სალივანმა.

 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ყველაზე დიდი მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ. ვაშინგტონი კიევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები