spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – კიევი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაიბრუნებს

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსალოდნელი კონტრშეტევა გამოიწვევს იმას, რომ კიევი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაიბრუნებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

“კონკრეტულად რამდენს, რომელ ადგილებში, ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე მოვლენების განვითარებაზე, როდესაც უკრაინელები დაიწყებენ ამ კონტრშეტევას. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელები წარმატებით შეხვდებიან ამ კონტრშეტევას”, – განაცხადა სალივანმა.

 

მისივე თქმით, ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები დიდ გავლენას მოახდენს მომავალ მოლაპარაკებებზე.

 

“მე ვიტყვი ამას: თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ომი საბოლოოდ დიპლომატიური გზით დასრულდება”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები