spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – ომი ჩიხში არ არის, ვხედავთ, როგორ აგრძელებს უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას

უკრაინის ომი ჩიხში არ არის, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიის მტრისგან მეთოდურად გათავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე ქვეყნის სამხრეთში პროგრესირებენ.

 

“ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ გვესმოდა, რომ ბრძოლის ველი ძალიან დინამიკურია. ვხედავთ, როგორ აგრძელებს ის (უკრაინა) ტერიტორიების მეთოდურად და სისტემატურად დაბრუნებას”, – განაცხადა სალივანმა.

 

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ ივლისში განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტზე ჩიხი შეიქმნა და უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ, კონფლიქტის დასრულების პოლიტიკურ ვარიანტზე დაფიქრება მოუწევს.

 

ამავდროულად, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში წინსვლის შესაძლებლობების ფანჯარა 2023 წლის ბოლომდე დაიხურება.

 

მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ წარმატების დემონსტრირებას ფრონტზე. მათ ახლახან მოახდინეს დონეცკის ოლქის სოფელ  უროჟაინეს დეოკუპაცია, ახლა კი რუსებისგან ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი რაბოტინოს გათავისუფლებას ცდილობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები