spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – “ქართული ოცნების” რიტორიკა და ქმედებები მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას აშშ-ისა და ევროპისგან

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

 

“ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – წერს სალივანი.

 

 

<blockquote class=”twitter-tweet”><p lang=”en” dir=”ltr”>Georgian Dream’s recent rhetoric, proposed legislative changes, and actions go against the aspirations of the Georgian people and are designed to isolate Georgians from the United States and Europe.  We stand with the Georgian people.</p>&mdash; Jake Sullivan (@JakeSullivan46) <a href=”https://twitter.com/JakeSullivan46/status/1789098648116011312?ref_src=twsrc%5Etfw”>May 11, 2024</a></blockquote> <script async src=”https://platform.twitter.com/widgets.js” charset=”utf-8″></script>  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები