spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალივანი – უკრაინის მომავალი ნატოშია და ეს განხილვას არ ექვემდებარება

უკრაინის მომავალი ჩრდილოატლანტიკურ თავდაცვის ალიანსშია და ამაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

 

“ამჟამად, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინელები თამამად და გაბედულად მიიწევენ წინ რუსეთის საზღვრებზე სამხრეთ და აღმოსავლეთში. ისინი უზარმაზარ ზარალს აყენებენ რუსეთის ჯარებს”, – განაცხადა სალივანმა.

 

სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი ცდილობს გააგრძელოს სანქციების გამკაცრება რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზის და მოწინავე ტექნოლოგიების წარმოების უნარის შესუსტებით.

 

”ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და უკრაინელები განაგრძობენ მასზე სამხედრო ზეწოლას. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაგრძოს მონაწილეობა ამ ომში, ეს მას ძალიან ძვირი დაუჯდება. უკრაინა გააგრძელებს წარმატების ძიებას ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სალივანმა.

 

მისივე თქმით, ამავდროულად, აშშ აპირებს უკრაინას საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოს, რამდენიც დასჭირდება.

 

“ეს არის მესიჯი, რომელიც გაჟღერდა ნატოს სამიტზე. და ბოლოს, დიახ, ჩვენ ძალიან მარტივად ვუთხარით ნატოს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ეს გვქონდა მხედველობაში. ეს ეს განხილვას არ ექვემდებარება. ეს არის ის, რისი შესრულების პირობა 31 მოკავშირემ დადო“, – განაცხადა სალივანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები