150-კაციანი შემადგენლობით არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. მე მექნება მათთან შეხვედრა, გავაცნობ იმ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი არჩევნების წინ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იქნება საუბარი იმაზეც თუ რა მოლოდინი აქვს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისგან.
“150-კაციანი შემადგენლობით არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. მე მექნება მათთან შეხვედრა, გავაცნობ იმ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი არჩევნების წინ და მექნება საუბარი იმაზე, რა მოლოდინი გვაქვს ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ხვალ ქართველი ხალხის გამარჯვება გაფორმდეს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს ევროპული დღის წესრიგის კოალიციური მმართველობით და ჩვენ გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები დავიწყოთ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
არჩევნების წინ ერთი დღით ადრე პოლიტიკური ლიდერები მთავარ სადამკვირვებლო მისიას ხვდებიან. ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ნატოს წარმომადგენლებს პირველად პრემიერი ირაკლი კობახიძე შეხვდა, შემდეგ კი შეხვედრაზე ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებოდნენ.