spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ამ ტერიტორიების აღიარება იყო პუტინის გეგმის ნაწილი და მთელი ეს აბსურდული კამპანია ამისთვის წამოიწყო

ამ ტერიტორიების აღიარება იყო პუტინის გეგმის ნაწილი და მთელი ეს აბსურდული კამპანია ამისთვის წამოიწყო – ამის შესახებ პარტია “ლელოს” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა რუსეთის მიერ  დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, მთელი ეს ესკალაცია ამ ტერიტორიების აღიარებით დასრულდება.  

 

“ეს იყო გათვლილი სქემა, არ მგონია,  რომ თუნდაც პუტინს ქონოდა რაიმე  სახის ილუზია, რომ ვინმე აპირებდა, რომ გადაეხედა ბუქარესტის სამიტის ჩანაწერისთვის, ან ნატო დაბრუნებოდა 1997 წლის პოზიციებს, ეს ცხადია, აბსურდი იყო.  ამიტომ მათ წამოიწყეს მთელი ეს აბსურდული კამპანია იმისთვის, რომ მისულიყვენენ იმ შედეგამდე, რომლის გაფორმებაც ახლა მიმდინარეობს.  დარწმუნებული ვარ,  რომ  ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდება მთელი ეს პროცესი,  ეს იყო დაგეგმილი სცენარი რუსეთის მხრიდან”, – განაცხადა სამადაშვილმა. 

 

მისი თქმით, რუსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას რაიმე შეცდომა დაეშვა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. 

 

“რუსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას რაიმე შეცდომა დაეშვა,  თუმცა უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში უშეცდომოდ მოქმედებს. ამიტომ მათ ვერაფრით შეძლეს, რომ რაიმე კონტექსტი შეექმნათ, რაც უკრაინის პოზიციებს დააზიანებდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამით რუსეთმა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, რუსეთი აიღებს პასუხისმგებლობას მინსკის შეთანხმების გაუქმებაზე. რუსეთი ცდილობდა სწორედ მინსკის შეთანმხების გზით დაებლოკა უკრაინის ნატოში გაწევრიანება” – განაცხადა სამადაშვილმა.

 

მისი თქმით, რუსეთის ამ ქმედებაზე დასავლეთის პასუხი არა იქნება მხოლოდ სანქციები. 

 

“მოველი, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები იყოს სრულად დამაზიანებელი რუსეთისთვის. მათაც იციან, რომ ეს გარდაუვალია და ამიტომ საუბრობენ მუდმივად ჩინეთთან ალიანსზე”, -აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები