არანაირი შანსი არ აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არანაირი შანსი არ აქვს ამ რეჟიმს, რომ მოიპოვოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია.
“ყველასთვის ნათელია, რომ ამ სპეცოპერაციის ამოცანა იყო ევროკავშირის განდევნა ჩვენი ქვეყნიდან.
ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ არანაირი შანსი არ აქვს ამ რეჟიმს, მოიპოვოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია, არანაირი შანსი არ აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები. ფაქტობრივად, მაკრონის განცხადება ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოში მიტაცებული აქვს ძალაუფლება კონსტიტუციის და საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების საწინააღმდეგოდ რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის შერაზ გასრის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.