spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორს, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ

გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას ჰპირდება საქართველოს, რას ჰპირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული კაცი საკუთარი ფულის დასაცავად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

“მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ ქვეყანაში არ აქვს. არ აქვს მომავალი იმიტომ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გაბედა და  დადგა იქ, სადაც ქართველებმა სისხლი დაღვარეს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და გამოგვიცხადა, რომ აპირებს პროვინციულ ლუკაშენკოდ გადაქცევას, აპირებს უარი თქვას ქართულ სახელმწიფოზე, უარი თქვას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე.

 

ბევრი კომიკური გამოსვლა ვიხილეთ, მათ შორს, ვიღაც ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ ჯენზის თავისუფალ თაობას, ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით. არა, თქვენ ამ ხალხის არ გესმით, იმიტომ, რომ თქვენ არ იცით რა არის თავისუფლება, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც აქ სხედხართ, ხართ ბიძინა ივანიშვილის მონობაში გაყიდული.

 

რაც შეეხება გუშინ კომიკურ გამოსვლებს, ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო. თბილისი გუშინ არ იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არც თბილისი დადგება, არც ქუთაისი დადგება, არც ბათუმი დადგება, არც თელავი დადგება, არც ახალციხე დადგება, არავინ არ დადგება მოღალატე ხელისუფლების უკან.

 

გუშინ, ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს ნამდვილად ქართველი ხალხის მადლიერებას იმისთვის, რომ გვითხრა რას ჰპირდება საქართველოს. რას ჰპირდება ვიღაც გაუგებარი გზებით გამდიდრებული  კაცი საკუთარი ფულის დასაცავად”, – განაცხადა სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები