spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით არის ჩვენი მუშაობა საჭირო

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” გუშინ დასავლელ პარტნიორებს განუცხადა, რომ მას არ აინტერესებს სტრატეგიული ურთიერთობები არც ევროკავშირთან, არც აშშ-თან და მისი არჩევანი არ არის არც ევროპა, არც ნატოში ქვეყნის გაწევრიანება”. 

 

“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაგირება იყო ადეკვატური. მათ დაინახეს და სენატორების განცხადებაში აღნიშნულიც იყო, რომ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს და ნებას. 

 

ამ გამოხმაურებიდან ასევე დავინახეთ, რომ ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს “ქართულ ოცნებას”, რჩება ძალაში. “ქართული ოცნების” მიერ შეთანხმებიდან გასვლა არ ცვლის იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოლოდინი რჩება ამ შეთანხმების შესრულება. ამ ვითარებაში დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით არის ჩვენი მუშაობა საჭირო”, – განაცხდა სამადაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ 19 აპრილის შეთანხმებას “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა, საბაბად გამოიყენა “ოცნებამ”.

 

“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ ხელი არ მოეწერა შეთანხმებისთვის, ჩემი აზრით, ამან მისცა დამატებითი არგუმენტები “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ისედაც სურდა ამ შეთანხმების ჩაშლა და გარკვეულწილად მან საბაბად გამოიყენა “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები