“დასავლეთის ამაზე უფრო მწვავე რეაგირება “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, გასული ცხრა წლის განმავლობაში არ მახსენდება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი ამით საქართველოს საერთაშორისო პარტიორების განცხადებებს გამოეხმაურა.
“შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება გახდა ის საზომი, რომლითაც გაიზომება ყველაფერი, რასაც “ქართული ოცნება” გააკეთებს უახლოეს მომავალში. ამ დოკუმენტის დარღვევას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფრთხილება დახმარების შეჩერებაზე ევროკომისიიდან მიღებული აქვს “ქართულ ოცნებას”. შესაძლო სანქციების შესახებ გაფრთხილება მიღებული აქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. დასავლეთის ამაზე უფრო მწვავე რეაგირება “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, გასული ცხრა წლის განმავლობაში არ მახსენდება”, – განაცხადა სამადაშვილმა.