დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პოზიციაა, ეს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების გზით შეიცვალოს და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა 19 აპრილის შეთანხმების შესრულებაა.
“ჩვენ გვექნება საუბარი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში 5 ივლისის შედეგად. ჩვენი პოზიცია არის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით და ამისთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის სწორედ იმ დოკუმენტის შესრულება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ბატონი მიშელის თანამონაწილეობით.
ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, როდესაც დანიშნა მაგალითად უზენაესს სასამართლოში მოსამართლეები. ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, თუ რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია დღეს ევროკავშირს, იმისთვის რომ აიძულოს ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ელოდება ამ ხელისუფლებისგან ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო პარტნიორებიც”, – განაცხადა სამადაშვილმა.