spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ერთი რამ არის ძალიან ცხადი, რომ საქართველოში არის მცდელობა, დამყარდეს რუსული ტირანია

ივანიშვილი, რომელიც სამოქმედო გეგმას იღებს რუსეთისგან, ფიქრობს, რომ რუსეთის მეთოდებით შეძლებს, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს თავისუფალი მედია, თავისუფლება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველები არც რუსები და არც ბელორუსები არ არიან.

“მინდა, მივმართო, როგორც მზია ამაღლობელს, ისე რეჟიმის ყველა პატიმარს. დღეს, როდესაც ჩვენი გზავნილი ეხება მზია ამაღლობელს, მე არ მინდა, რომ ვინმე, ვინც დღეს არის რუსეთის ტყვედ აყვანილი, ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ რომელიმე მათგანზე ნაკლებს ვფიქრობთ.

ერთი რამ არის ძალიან ცხადი, რომ საქართველოში არის მცდელობა, დამყარდეს რუსული ტირანია. ჩვენ, ყველას გვახსოვს, როგორ განადგურდა რუსეთში და ბელარუსში თავისუფალი მედია და დიახ, მათ შორის ჟურნალისტი ქალები იყვნენ პირველი სამიზნე. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სამოქმედო გეგმას იღებს რუსეთისგან, ფიქრობს, რომ ზუსტად იმავე მეთოდებით შეძლებს, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს თავისუფალი მედია, თავისუფლება.

მინდა, შევახსენო ივანიშვილს და ამ რეჟიმის ყველა მსახურს, რომ ქართველები არ ვართ რუსები, არ ვართ ბელორუსები”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები