არა მხოლოდ “Amnesty International”, არამედ ეუთოც კი, რომელიც ძალიან კონსერვატიულია შეფასებებში, უმწვავეს შეფასებას აძლევს საქართველოში ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გახდება საფუძველი იმის, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საბჭო სანქციებს გადაწყვეტს.
“არა მხოლოდ “Amnesty International”, არამედ ეუთოც კი, რომელიც ძალიან კონსერვატიულია შეფასებებში, უმწვავეს შეფასებას აძლევს საქართველოში ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, ძალადობას და მასობრივად დარღვევას ადამიანის უფლებების, რასაც ადგილი ჰქონდა. სწორედ ეს გახდება საფუძველი იმის, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ამ მოძალადე რეჟიმის სანქცირების პროცესი, ეს არის სწორედ მთავარი მოტივაცია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“Amnesty International” საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი აქციებზე, დარბევებს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზეა.