spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ მათი პარტაქტივის მობილიზებას არჩევნებისთვის

ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნების” წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს არცერთ შემთხვევაში არ დანიშნავენ, მხოლოდ მათი პარტაქტივის წინასაარჩევნოდ მობილიზებას ემსახურება.

 

სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ “ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წააგებს. 

 

“საქართველოს ამომრჩეველს სურს ხელისუფლების შეცვლა, ამიტომ არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა “ქართული ოცნებითვის”, რომ 2024 წლამდე შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ მოცემულობაში, რაც ძალიან კარგად იცის კობახიძემ და ეს განცხადებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი პარტაქტივის მობილიზებას ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელსაც მე ვპირდები “ქართულ ოცნებას”, რომ ისინი ძალიან დამაჯერებლად წააგებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები