spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ეს იქნება არაერთჯერადი აქცია, საზოგადოების ზეწოლა ამ რუსულ რეჟიმზე უნდა იყოს მზარდ რეჟიმში

დღეს უნდა შეიკრიბოს ძალიან ბევრი ხალხი, ჩვენ ამისკენ მოვუწოდებთ საზოგადოებას. ეს იქნება არაერთჯერადი აქცია. საზოგადოების ზეწოლა ამ რუსულ რეჟიმზე უნდა იყოს მზარდ რეჟიმში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხს კონსტიტუციური უფლება წაართვა.

“ნათელია, რომ ფაქტობრივად, საოკუპაციო რეჟიმია, რომელმაც ქართველ ხალხს წაართვა მთავარი კონსტიტუციური უფლება – აირჩიოს მთავრობა, ამიტომ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი. დღეს უნდა შეიკრიბოს ძალიან ბევრი ხალხი, ჩვენ ამისკენ მოვუწოდებთ საზოგადოებას. ეს იქნება არაერთჯერადი აქცია, ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოების ზეწოლა ამ რუსულ რეჟიმზე უნდა იყოს მზარდ რეჟიმში და ეს გენერირებას გაუკეთებს ძალიან მზარდ ზეწოლას დასავლეთიდან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები