spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ეს კვლევა ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი

სამწუხაროდ,  პოლიტიკური პროცესი იკეტება საკუთარ თავში და მოქალაქეებს აქვთ გულაცრუება, რაც ჩანს ამ კვლევაში, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა NDI-ის კვლევის შესახებ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  კვლევა ასახავს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას. 

 

“უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ძალიან დაბალია ნდობა ხელისუფლების მიმართ.  ამ კვლევაში  სწორადაა შეფასებული ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. უმრავლესობას სწორად მიაჩნია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ არ მიიღო საქართველომ, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომ საკმარისი ამისთვის არ გააკეთა.

 

ამავე დროს ამ კვლევებიდან ჩანს, რომ სოციალური და ეკონომიკური საკითხები ხშირად  ყურადღების მიღმა რჩება, მათ შორის ოპოზიციიდანაც. სამწუხაროდ,  პოლიტიკური პროცესი იკეტება საკუთარ თავში და ადამიანებს  აქვთ გულაცრუება“, – განაცხადა სამადაშვილმა. 

 

მისი თქმით,  სამწუხაროდ, ხალხს  არც ოპოზიციიდან ესმი  საუბარი იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც მათ აწუხებთ.  

 

“ადამიანებს სურთ ცვლილება, უმრავლესობას ჩამოყალიბებული არ აქვს ვის მისცემს ხმას არჩევნებში. მმართველი გუნდის მიმართ უნდობლობაა, მაგრამ ამავე დროს აშკარა შიმშილია ალტერნატიული პოლიტიკური იდეების იმ საკითხებზე,  რაც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს, ასე რომ, ეს კვლევა ჩვენთვის არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56%-ის თქმით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები