ეს რეზოლუცია ევროკავშირისგან მოითხოვს, რომ შეჩერდეს ყველა პროექტი, რომელიც უკავშირდება მაგალითად, სატრანზიტო შესაძლებლობებს, იმ ინფრასტრუქტურულ დატვირთვას, რომელიც უნდა ჰქონდეს საქართველოს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციები ევროკავშირის ახალ პოლიტიკას ქმნის.
“ევროპარლამენტის რეზოლუციები, მიუხედავად იმისა, რომ მყისიერად აღსრულების ძალა არ აქვს, ევროკავშირის ახალ პოლიტიკას ქმნის. ყველა დადებით ნაბიჯებზე ევროპარლამენტი არის ყინულმჭრელი. როდესაც განსაკუთრებით ასეთი დიდი უმრავლესობით არის მხარდაჭერილი პოლიტიკა, რომელიც რეზოლუციაშია ასახული, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გახდება ეს ევროკავშირის პოლიტიკა.
მე ამ რეზოლუციას დავარქმევდი ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღიარებას. ეს არის ძალიან დიდი დატვირთვის მქონე ტექსტი და სწორედ ეს იყო ჩვენი გზავნილი. ეს რეზოლუცია ევროკავშირისგან მოითხოვს, რომ შეჩერდეს ყველა პროექტი, რომელიც უკავშირდება მაგალითად, სატრანზიტო შესაძლებლობებს, იმ ინფრასტრუქტურულ დატვირთვას, რომელიც უნდა ჰქონდეს საქართველოს და რომელიც ევროპისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.