დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება ეს არის გარკვეული სანქცია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პოლიტიკური ჟესტია.
“პირველ რიგში, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება ეს არის გარკვეული სანქცია, იმიტომ, რომ დიპლომატიური პასპორტით სარგებლობენ სწორედ რეჟიმის წარმომადგენლები.
ეს უნდა იყოს სიგნალი. ეს შეიძლება ამ ეტაპზე არის სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩვენთვის გაფრთხილება, რა შეიძლება მომავალში გველოდებოდეს, თუ ჩაითვლება, რომ არამხოლოდ დიპლომატიური პასპორტები უნდა შეიზღუდოს უვიზო მიმოსვლისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.