ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ორშაბათს იმსჯელებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გადაუდებელი პროცედურით ევროპარლამენტში ჩაინიშნა დებატები, – მის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა აიღოს მთავარი ფუნქცია საკუთარ თავზე, რომ წარიმართოს ამ არჩევნების გამოძიება და სიმართლის დადგენა.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ორშაბათს იმსჯელებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გადაუდებელი პროცედურით ევროპარლამენტში ჩაინიშნა დებატები და შემდეგ, მიიღებენ რეზოლუციას, რადგან ყველა კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება ყველაფერ საწინააღმდეგოს აკეთებს და ხალხი არის პროევროპული. ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა განვითარებას პოვებს მოვლენები საქართველოში, რადგან, ევროკავშირი განიჭებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ, იმ ქვეყანაში ბელარუსიზაცია მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ შენ არანაირი გეოპოლიტიკური წონა არ გაქვს, შენ ამოცანებს ვერ ახორციელებ და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევა, ეს არის ევროპის პრობლემაც. ევროკავშირმა უნდა აიღოს მთავარი ფუნქცია საკუთარ თავზე, რომ წარიმართოს ამ არჩევნების გამოძიება და სიმართლის დადგენა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.