spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ევროპელ პოლიტიკოსებს ჯერჯერობით არ აქვთ ნებართვა, რომ ციხეში შევიდნენ

მორიგი საერთაშორისო სკანდალი “ქართულ ოცნებას” არ ჭირდება მგონი, რომ სამ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრაზე, – ამის შესახებ საპარლამენტი ფრაქცია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტარ ანა ფოტოგას და ორ ლიტველ დეპუტატს ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების ნებართვა მიღებული არ აქვთ

 

“ანა ფოტიგა და ორი ლიტველი პარლამენტარი არიან ჩამოსულები, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების მიზნით. ფაქტია,  რომ ჯერჯერობით არ აქვთ ნებართვა, რომ ციხეში შევიდნენ, შესაბამისად გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა მიხეილ საკაშვილთან შეხვედრა უშუალოდ. 

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს წუთებში მივიღებთ ხელისუფლებისაგან ნებართვას, მორიგი საერთაშორისო სკანდალი, მე მგონი, “ქართულ ოცნებას” არ ჭირდება ამ წუთში, რომ სამ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილთნ ციხეში შეხვედრაზე”, – განაცხადა  სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები