spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე სამადაშვილი – იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ მგონია, რომ სანქციების თავიდან არიდების სივრცე არსებობს

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობასაც იმდენად ეგუებიან, რომ ბელარუსში ლუკაშენკოსთან გაუშვეს ელჩი. გულში ჩაიხუტა ივანიშვილის წარმომადგენელი ლუკაშენკომ და უთხრა, რომ ჩვენ ვართ ერთი წარსულის და ერთი მომავლის ხალხი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ ის რუსეთის მმართველობის მოდელს მიჰყვება ქვეყანაში.

“მე ვფიქრობ, რომ MEGOBARI act-ის მიღება არის, პირველ რიგში, კანონი და კანონის შესაბამისად უნდა აღსრულდეს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ძალიან მყარ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას დემოკრატიული აქტორებისთვის ქვეყანაში და მივიღებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ ზეწოლის ივანიშვილის რეჟიმზე. ეს არის ის, რაც დღეს ვაშინგტონში იკვეთება.

იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ მგონია, რომ სანქციების თავიდან არიდების სივრცე არსებობს.

ივანიშვილი ყოველდღე ამყარებს დეკლარირებულად განცდას, რომ “დიახ, მე ვარ რუსეთის პროქსი მთავრობა და მე ვარ რუსეთის მმართველობის მოდელის მთავრობა”.

გეომეტრიული პროგრესით უქმდება დემოკრატიული სივრცე ჩვენს სახელმწიფოში. როგორც ჩანს, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობასაც იმდენად ეგუებიან, რომ ბელარუსში ლუკაშენკოსთან გაუშვეს ელჩი. გულში ჩაიხუტა ივანიშვილის წარმომადგენელი ლუკაშენკომ და უთხრა, რომ ჩვენ ვართ ერთი წარსულის და ერთი მომავლის ხალხი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები