spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი მზად არის, მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა, რადგან ასეთია რუსეთის დავალება

ივანიშვილი მზად არის, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ევროპაში იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არაერთი გაფრთხილება მიიღო დასავლეთიდან სანქცირების შესახებ.

“ქართულმა ოცნებამ” არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დარბევას დემონსტრანტების, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში და სხვას, შეიძლებოდა გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვას ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, იმის ნაცვლად, რომ გამოიძიონ ძალადობა და ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზად არის, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ევროპაში იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები