ჩვენ ეს არჩევნები შევაფასეთ, როგორც რუსეთის სპეცოპერაცია იმისთვის, რომ საქართველოს ჩაეკეტოს დასავლეთში ინტეგრაციის გზა, ევროკავშირში გაწევრიანების გზა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სპეცოპერაცია დადასტურდა მაშინ, როდესაც, არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის სამმა წამყვანმა სახელმწიფომ ერთობლივად გააკეთა განცხადება, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას.
“ჩვენ ეს არჩევნები შევაფასეთ, როგორც რუსეთის სპეცოპერაცია იმისთვის, რომ საქართველოს ჩაეკეტოს დასავლეთში ინტეგრაციის გზა, ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ეს დადასტურდა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის სამმა წამყვანმა სახელმწიფომ ერთობლივად გააკეთა განცხადება, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას და ნათლად თქვა, რომ ეს უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ პოლიტიკას. ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც შეასრულა რუსული დავალება, ამ არჩევნების გზით გააუქმა ქართველებისთვის ევროპული მომავალი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.