spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ლოგიკური იქნებოდა, რომ ამ დოკუმეტს ხელს აწერდეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ჩვენთვის ლოგიკური იქნებოდა,  რომ ამ დოკუმეტს ხელს აწერდეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ  სალომე სამადაშვილმა განაცხადა დოკუმენტზე, რომელზე ხელისმოწერისათვის უკრაინის რადას თავმჯდომარემ მადლობა 13 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გადაუხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დოკუმენტზე არა ხელისუფლების წარმომადგენლის, არამედ ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერაა. 

 

სამადაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დააფიქსიროს უკრაინელების მხარდამჭერი პოზიცია. 

 

“უკვე მერამდენედ ვხედავთ, რომ მმართველ გუნდს არ აქვს სურვილი, დააფიქსიროს ის პოზიციები, რომელსაც ელოდება ჩვენი უკრაინელი მოკავშირეები. ჯერჯერობით მხოლოდ კრიტიკულ შეფასებებს იმსახურებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. დოკუმენტს ხელს აწერს არაერთი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩვენთვის ლოგიკური იქნებოდა,  რომ ამ დოკუმეტს ხელს აწერდეს ასევე პარლამენტის საგრეო ურთიერთობათ კომიტეტის თავმჯდომარე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

დოკუმენტი, რომლზეც ხელს 13 ქვეყნის წარმომადგენელი აწერს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების  საკითხს უკავშირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები