spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამ ქვეყნის არჩევნებზე, რადგან ხალხს ესმის, რომ ეს წყვეტს საქართველოს ბედს

მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამ ქვეყნის არჩევნებზე, რადგან ხალხს ესმის, რომ ეს წყვეტს საქართველოს ბედს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამ ქვეყნის არჩევნებზე, რადგან ხალხს ესმის, რომ ეს წყვეტს საქართველოს ბედს.

“ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, რომ ვნახოთ რა ელოდება ამ ხელისუფლებას. ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ რამდენიმე კვირაში. ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ, აჩვენებს იმას, რომ აგებენ არჩევნებს და ჩვენც დავიჯეროთ და სრულიად მობილიზებულად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. აუცილებლად უნდა დავასრულოთ ხელისუფლება, რომელიც ისტორიულ შანსს გვართმევს. ჩვენ ამის შესახებ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებაშიც გავიგეთ, რომ შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, თუმცა ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჩვენ გვყავს ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კარი ევროკავშირში არის ღია, ოღონდ დემოკრატია უნდა დავიცვათ ერთად. მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამ ქვეყნის არჩევნებზე, რადგან ხალხს ესმის, რომ ეს წყვეტს საქართველოს ბედს. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ და საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ჩამოართმევს კობახიძეს ხელს, იმიტომ რომ, სათქმელი ჩვენ უკვე გვითხრეს, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს არ ემსახურება, მის ინტერესებს არ სცემს პატივს და უბიძგებს უარესობისკენ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები