spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – “ქართულ ოცნებას” არ სურს არანაირი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად

ფრაქცია “ლელო-საქართველოსათვის” წევრი სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას”  არ სურს არანაირი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. 

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, იმ კონსულტაციების წინ, რომელსაც რუსეთი  გეგმავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან მომავალი კვირიდან,  საქართველოს პარლამენტს მიეღო რეზოლუცია,  რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დაადასტურებდა,  რომ ნატოში გაწევრიანებას საქართველოში  აქვს მრავალპარტიული მხარდაჭერა.  

 

რეალურად, “ქართულ ოცნებას”  არ სურს არანაირი ნაბიჯების გადადგმა,  რომელიც არის მიმართული ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ყველაფერი რაც ეწინააღდეგება რუსეთის  გეოპოლიტიკურ  ამოცანებს ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” მხრიდან მიიჩნევა, როგორც არასასურველი ნაბიჯი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები