spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს მოქალაქეებს წაართვა შანსი, იცხოვრონ დემოკრატიულ და დასავლურ სივრცეში

“ქართულმა ოცნებამ” დღეს მოსახლეობას წაართვა შანსი, იცხოვრონ დემოკრატიულ და დასავლურ სივრცეში”- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს.

 

სამადაშვილის განმარტებით, ცხადი იყო, რომ “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას გააუქმებდა.

 

“ცხადი იყო მაშინვე, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დანიშნა “ქართულმა ოცნებამ”, რომ ისინი სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ შეთანხმების გაუქმებისკენ, იმიტომ რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიღებს “ქართული ოცნება” 43%-ს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე და ვადამდელი არჩევნების ჩატარების თავიდან არიდების მიზნით გაკეთდა ის, რაც გაკეთდა. ამიტომ, ამაზე უნდა იყოს ძალიან მწვავე პასუხი ჩვენი საზოგადოების. თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” დღეს მათ წაართვა შანსი, იცხოვრონ დემოკრატიულ და დასავლურ სივრცეში, ინტეგრირებულ ქვეყანაში. ამაზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

 

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, იცით, რომ მე იმთავითვე შეცდომად მიმაჩნდა მათი მხრიდან, რომ ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას და შეცდომად მიმაჩნია ის, რომ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით მათ ფაქტობრივად გააძლიერეს “ქართული ოცნების” პოზიციები ამ ვითარებაში”, – განაცხადა სამადაშვილმა. 

 

“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა. ამ თემაზე განცხადება უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები