ყველა კანონი, რასაც დაამტკიცებენ, თავისი შინაარსით არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე.
“ყველა კანონი, რასაც დაამტკიცებენ თავისი შინაარსით არის არალეგიტიმური. ეს არალეგიტიმური ორგანო ერთპარტიულია. ვხედავთ, რომ გამწარებული და გამალებული იღებს, თითხნის რაღაც კანონებს, რათა საქართველოში საბოლოოდ გაანადგუროს თავისუფალი სივრცე, თუმცა ამას არანაირი შანსი არ აქვს, რაიმე შედეგი გამოიღოს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, საზოგადოება ძალიან მყარად ამბობს, რომ ის ირჩევს ამ ქვეყნის თავისუფალ, ევროპულ მომავალს. ამიტომ, რას დაარქმევენ ამას, „ამერიკულ კანონს“, „ბრიტანულ კანონს“ თუ სხვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ქართული ოცნების” ინიციატივით, ამოქმედდება “მედიის კანონი“, რომლის მიხედვითაც, დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.