საკონსტიტუციო დავა სანამ არ დასრულდება, სამანდატო კომისია ვერანაირად ვერავის უფლებამოსილებას ვერ ცნობს, მათ შორის, ვერც ბატონი მდინარაძის, – ამის შესახებ Front News-თან კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, სავარაუდოდ, ივანიშვილის მითითებებით იხელმძღვანელებს.
“კი, სწორია, განცხადებას დავწერთ, მაგრამ მანამდე საკონსტიტუციო სარჩელიც შევიტანეთ ჩვენ და ამ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ განიხილავს, ეს პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური, ამიტომ, საკონსტიტუციო დავა სანამ არ დასრულდება, სამანდატო კომისია ვერანაირად ვერავის უფლებამოსილებას ვერ ცნობს, მათ შორის, ვერც ბატონი მდინარაძის.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარჩელს, მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და არა ივანიშვილის ინსტრუქციით, მაგრამ სანამ საკონსტიტუციო სარჩელი არ განიხილება, საერთოდ არც კი უნდა განიხილოს არავინ არალეგიტიმური პარლამენტის შეკრება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ოპოზიციას თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს”.