spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე სამადაშვილი – საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება

“საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.

 

“როგორც იხილეთ, პარლამენტის სპიკერმა ისაუბრა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში მომხდარ ძალადობაზე, თუმცა ის, რაც სავარაუდოდ მან არ ახსენა და მე ვარ ვალდებული ვახსენო არის მმართველი პარტიის ლიდერების როლი იმ გარემოებების შექმნაში, სადაც ძალადობა შეიძლება მოხდეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ გააკეთა განცხადებები LGBTI​-უფლებების დაცვაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომ მათ მართავს ოპოზიცია, რომ ისინი ანტიქრისტიანულია, ანტიქართული. ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო სიგნალებს, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება” – განაცხადა სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები