ივანიშვილთან საუბრის შინაარსის ერთადერთი თემა შეიძლება, იყოს მშვიდობიანად როგორ უნდა დათმოს მან ხელისუფლება და ძალაუფლება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთს აქვს ძალიან დიდი ზეგავლენის ბერკეტები ივანიშვილის ოჯახზე.
“საფრანგეთს აქვს ძალიან დიდი ზეგავლენის ბერკეტები ივანიშვილის ოჯახზე, რომელსაც როგორც მოქალაქეობა, ასევე დიდძალი ქონება აქვს საფრანგეთში და მე მგონია, რომ დღეს ალბათ, ივანიშვილს აუხსნეს და აუხსნიან კიდევ
მაკრონის შუამავლობით თუ რა არის მის წინაშე მდგარი არჩევანი, იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილი არის როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა და ვფიქრობ, დღეს მას აუხსნიან, რა არის მისთვის გამოსავალი ამ ვითარებაში და მასთან საუბრის შინაარსის ერთადერთი თემა შეიძლება, იყოს მშვიდობიანად როგორ უნდა დათმოს მან ხელისუფლება და ძალაუფლება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.