spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – თქვენ დღეს ხართ ყველაზე სამარცხვინო ადამიანი, რადგან საკუთარ სტუდენტებს ჩაურაზეთ კარები, ამაზე მოგეთხოვებათ შესაბამისი პასუხი

საქართველოში ჩვენ დღეს არ ვიბრძვით მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგის გამოსასწორებლად, ჩვენ ვიბრძვით ამ სახელმწიფოს და დემოკრატიული საქართველოს გადასარჩენად, –  ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მართვას ვერ გააგრძელებს ისე, როგორც გასული 12 წელი მართავდა, მოხდება ან საქართველოს აბსოლუტური ბელარუსიზაცია, ან ჩამოიშლება ეს რეჟიმი.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ საერთო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა და სახალხო წინააღმდეგობა შეაჩერებს იმ პროცესს, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოში ჩვენ დღეს არ ვიბრძვით მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგის გამოსასწორებლად, ჩვენ ვიბრძვით ამ სახელმწიფოს და დემოკრატიული საქართველოს გადასარჩენად. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მართვას ვერ გააგრძელებს ისე, როგორც გასული 12 წელი მართავდა, მოხდება ან საქართველოს აბსოლუტური ბელარუსიზაცია, ან ჩვენ გადავტეხთ ამ რეჟიმს. ჩვენ, იმ პარტიებმა, რომლებმაც გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში, ვთქვით ცალსახად, რომ ამ პარლამენტს არანაირი ლეგიტიმაცია ჩვენგან არ ექნება, ჩვენს უკან დგას მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ამ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ თავისი ხმა უნდა გააგონოს რეჟიმს. მე მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა – თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება სიმშვიდე ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვერ დავუთმობთ რუსეთს. სამარცხვინო კაცს მინდა მივმართო, ჯაბა სამუშიას – თქვენ დღეს ხართ ყველაზე სამარცხვინო ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რადგან საკუთარ სტუდენტებს ჩაურაზეთ კარები და აიძულებთ პროტესტი გააგრძელონ პროტესტი გარეთ. ამაზე მოგეთხოვებათ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თსუ-ის პირველი კორპუსის შესასვლელთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიცია მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები