უნდა გამოვაფხიზლოთ, სანამ დროა, გავერთიანდეთ, სამშობლოს დავკარგავთ, თავისუფალს, ყოველ შემთხვევაში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი სალომე სამადაშვილი წერს.
“მთავარ უფლებას დემოკრატიულ ქვეყანაში – აირჩიო საკუთარი ხელისუფლება, თუნდაც ცუდი – გვართმევს, დასავლეთს ღიად აქცია ზურგი. რატომ ხვდება ამას საზოგადოება მშვიდად, ვცდილობ გავიგო-უსიმპტომო ხომ დიდი ხანია, რაც აღარაა ეს პროცესი… ნიჰილიზმი? გულაცრუება პოლიტიკოსებზე? უიმედობა? შიში?
2008 წლის აგვისტო ყველაზე საშინელი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან სამშობლოს რეალურად დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდი. თუმცა, თუნდაც ცოტა ხნით, ამ საფრთხის განცდამ გააერთიანა ხალხი.
ჰიბრიდული ომი უფრო საშიში აღმოჩნდა, ტანკი ადვილია, ხედავ, გაფხიზლებს, მის ლულას ვერსად გაექცევი, თვალებში უნდა ჩახედო. დღეს კი ესე, გაბრუებული, მთვარეულებივით უფრსკულისკენ მივემართებით. უნდა გამოვაფხიზლოთ, სანამ დროა, გავერთიანდეთ, სამშობლოს დავკარგავთ, თავისუფალს, ყოველ შემთხვევაში”, – წერს სამადაშვილი.