spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი – 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით

31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება დღე, როცა ყველა ერთად ეტყვის უარს საბჭოთა დროს.

“მინდა ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს და კი  ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

31 მარტს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასშტაბურ აქციას აანონსებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები