spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – 31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, მშვიდობიანი და გამარჯვებული

31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, მშვიდობიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩაში დგანან თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ.

“ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში, რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც გვაქვს. არალეგიტიმურმა პრემიერმა, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მანდატის გარეშე, ხალხისა და ქვეყნის ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს, საქართველო დაებრუნებინათ იმ ქვეყნის ორბიტაში, რომელსაც გავექეცით. ამის უფლება არავის აქვს, მით უმეტეს, არალეგიტიმურ მთავრობას. ამას მოჰყვა რღვევა თვით ამ პარტიაში.

ვინც აპირებს, რომ ქვეყნის პოლიტიკაში იყოს, თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამაში მეც დაგეხმარებით.  ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას, ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც დაჭერილი არიან, ან ჯარიმებს იხდიან. ამ ყველაფერს უნდა შევეხიდოთ.

თქვენ ნამდვილად ხართ ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში, რომელიც ხვალ თავისუფალი საქართველოს სათავეში იქნება.

31-ში რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს, იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები