spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს ანდჯეი დუდას შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. 

 

ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – “წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

 

სამუშაო ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები