spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი “აირზენას” ბოიკოტს უცხადებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანია “აირზენას” ბოიკოტს უცხადებს.

 

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის კომპანია, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს სახელმწიფოთი სარგებლობს.

 

“ბოიკოტს ვაწესებ ჩემთვის “აირზენაზე” და მოგიწოდებთ, თქვენც გაიზიაროთ, კომპანიაზე, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს და ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ეს იქნება “აირზენას” ხელში, რომ კიდევ არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მათი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები