spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ახლა ყველაზე შემაშფოთებელი არის რუსული მთავრობა

ახლა ყველაზე შემაშფოთებელი არის რუსული მთავრობა და ის განცხადება, რომელიც ორი დღის წინ ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ არის ჩვენი პარტნიორების შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის  წინააღმდეგ ომის გამოცხადება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

“ახლა ყველაზე შემაშფოთებელი არის რუსული მთავრობა და ის განცხადება, რომელიც ორი დღის წინ ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ არის ჩვენი პარტნიორების შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის  წინააღმდეგ ომის გამოცხადება. მათ ყველას ომის პარტიას უწოდებს, უწოდებს აგენტებს, მათ შორის მეც. ქუჩაში გამოსულ ხალხზე კი, რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდნენ, ამბობენ, რომ უნდათ რევოლუცია. ზუსტად იმ ტერმინებს იყენებენ, რასაც პრეზიდენტი პუტინი იყენებდა საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. 

 

ეს კანონი უფრო მეტია ვიდრე საკამათო კანონი, ეს არის დუბლიკატი რუსული აქტისა, რომელსაც ბოლო წლებია, პრეზიდენტი პუტინი იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზეწოლის მოსახდენად. კანონის მეორედ წარდგენა, რომელიც რუსული კანონის ზუსტი კოპირებაა და ამიტომ ეძახიან აქ რუსულ კანონს, არის პირდაპირი პროვოკაცია სამოქალაქო საზოგადოების. ამ კანონის შემობრუნებით, ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება ცდილობს  არჩევნებამდე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ჩაახშოს კრიტიკული ხმა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები