აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
“ტერორი საქართველოში: დაუდგენელი პირების მიერ უცხოური სანომრე ნიშნის მქონე მანქანებით აქციის მონაწილეების გატაცება ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების ახალი ვერსიაა. მე ვარ ვაშინგტონში, რათა წარმოვადგინო ხალხის ხმა, რომლებიც ხედავენ, რომ მათი უფლებები და მომავალი მოპარულია!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
18 იანვარს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი დააკავეს. ადვოკატ მარიამ მაღრაძის განცხადებით, ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე პოლიციამ შემთხვევით, სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა.