spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს

ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“არ მესმის, ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და არ მესმის, თუ ეს მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ. ეს ცოტა ვერ გავიგე და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ წვრთნები გადაიდო, გასაგებია, არჩევნებამდე, ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, რაღაც ნიშნები შეიძლება, მოგცენ, მაგრამ ჯარზე ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი საყრდენი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები