spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა

რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ის დაელოდება არჩევნების შედეგებს, როგორც ევროპელი ადამიანი.

“მინდა ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან არადემოკრატიულად, არაევროპულად აცხადებენ “მოვიგეთო“. რაღაცა სცენას გავმართავთო, გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის შენობაში. არ შეშინდეთ! ეს ყველაფერი არის თქვენზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე პასუხი არის თვითდაჯერება, არჩევნებში მისვლა და შედეგებისთვის დალოდება. არ ვაპირებ აქ რაიმე სცენა გავმართო. არ ვაპირებ წინმსწრებით რაიმე შედეგები გამოვაცხადო. მე დაველოდები როგორც ევროპელი, ქართველი, როგორც ღირსეული ქართველი. დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ, როცა დრო მოვა ამ შედეგებს. ასე რომ, ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ, დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენ მიერ დადებული შედეგი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები