spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში ევროპული მომავლისთვის

არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

მისივე თქმით, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ.

“არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის. საპროტესტო აქციები ერთთვიან ვადას უახლოვდება, რადგან მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები